გია ნოდია - ის, რომ ახლა ამოქექეს 10 წელზე კიდევ უფრო ძველი საქმე, მიგვანიშნებს, რომ ძალიან სჭირდებოდათ ხაზარაძის საწინააღმდეგოდ რაიმეს პოვნა

ის, რომ ახლა ამოქექეს 10 წელზე კიდევ უფრო ძველი საქმე, მიგვანიშნებს, რომ ძალიან სჭირდებოდათ რაიმეს პოვნა ხაზარაძის საწინააღმდეგოდ და ეს ანგარიშსწორების ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური მოძრაობის წამოწყებამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ ხაზარაძე არ აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური მოთამაშე, თუმცა მიუხედავად ივანიშვილის თავდაპირველი განცხადებისა, რომ ის მიესალმებოდა ხაზარაძის მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, დღეს განსხვავებული სურათი გვხვდება.

„რაკი გუშინ დაკითხვის დროს ხაზარაძე არ დააპატიმრეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასამართლო უფრო გირაოსკენ გადაიხრება, მაგრამ ეს საკითხი პროკურატურამ შეგნებულად ღიად დატოვა. სანამ ხაზარაძე გამოაცხადებდა, რომ პოლიტიკურ მოძრაობის დაწყებას აპირებდა, შესაძლოა მასთან დაპირისპირებას პირდაპირ პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონოდა, იმიტომ, რომ ხაზარაძე პოლიტიკური მოთამაშე არ იყო. ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილს, ეს იყო სწორედ მისი კავშირი „თიბისისთან“ და ხაზარაძესთან, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხაზარაძე უნდა დაისაჯოს. ის, რომ ახლა ამოქექეს 10 წელზე კიდევ უფრო ძველი საქმე, მიგვანიშნებს, რომ ძალიან სჭირდებოდათ რაიმეს პოვნა ხაზარაძის საწინააღმდეგოდ და ეს ანგარიშსწორების ხასიათს ატარებდა. მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ დააანონსა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ის აღიქვა, როგორც პოლიტიკური კონკურენტი და სავსებით შესაძლებელია ხაზარაძეს არჩევნებზე ხმების გარკვეული რაოდენობა აეღო, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი განცხადებისა, რომ ის მიესალმებოდა ხაზარაძის მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, დღეს განსხვავებული სურათი გვხვდება,“ - განაცხადა გია ნოდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა