ცნობილია ბანკების ჩამონათვალი,  რომლებიც საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთვნენ

საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო. კონტრაქტს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ ხელი დღეს მოეწერა და სქემაში საქართველოს საბანკო სექტორში მოქმედი 12 კომერციული ბანკი ჩაერთო.

„ინტერპრესნიუსი“ იმ ბანკების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებშიც დღეიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხის მიღებას შეძლებენ. ეს ბანკებია:

1. თიბისი

2. საქართველოს ბანკი

3. ქართუ

4. პროკრედიტი

5. ვითიბი

6. იშ ბანკი

7. ლიბერთი

8. პაშა

9. ტერა

10. ფინკა

11. ხალიკ ბანკი

12. კრედო

ცნობისთვის, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია