ლევან იოსელიანი - ხაზარაძის ციხეში ჩასმა გზავნილი იქნება ყველა პოტენციური პოლიტიკოსისთვის ვინც შეიძლება ივანიშვილს გადაუდგეს, რომ მასაც იგივე ელოდება

როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობას აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ შენი საერთაშორისო ვექტორი რაღაც ცვლილებას განიცდის. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის სურვილი აქვთ და რამდენად გამოუვათ ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ სურთ, რომ გადაუხვიონ პროდასავლურ კურსს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა ლევან იოსელიანმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს 2020 წლისთვის მოასუფთავოს პოლიტიკური ველი და ისეთი მძიმეწონოსანი ფიგურა, როგორიც არის მამუკა ხაზარაძე და მისი სამომავლო პოლიტიკური აქტივობა, ჩამოაშოროს 2020 წლის არჩევნებს, რაც მას საშუალებას მისცემს უფრო დაჯერებულად იგრძნობს თავი.

„ერთი რამ ცალსახაა, რომ ამერიკის საელჩო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ წაყენებულ ბრალს პირდაპირ უკავშირებს საქართველოში ანაკლიის პორტის განვითარებას და მის არსებობა-არარსებობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაკვირვება ამ პროცესზე. ეს ბრალის წარდგენა დაემთხვა მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკურად გააქტიურებას და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს 2020 წლისთვის მოასუფთავოს პოლიტიკური ველი და ისეთი მძიმე წონოსანი ფიგურა, როგორიც არის მამუკა ხაზარაძე და მისი სამომავლო პოლიტიკური აქტივობა ჩამოაშოროს 2020 წლის არჩევნებს, რაც მას მისცემს საშუალებას უფრო დაჯერებულად იგრძნობს თავი.

მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლურმა ძალამ აქტიურად დაუჭიროს მხარი მამუკა ხაზარაძეს იმიტომ, რომ ეს პროცესი არის ცალსახად პოლიტიკური, ამას სხვა შეფასებას ვერ მივცემ და მამუკა ხაზარაძის ციხეში ჩასმა იქნება გზავნილი ყველა პოტენციური პოლიტიკოსისთვის ვინც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გადაუდგეს, რომ მასაც იგივე ელოდება. ამიტომ ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა და ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის სურს რომ 2020 წელს არჩევნებზე დემოკრატიული პროცესი შედგეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მამუკა ხაზარაძეს და მისი ტიპის ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ პოლიტიკაში მოსვლას. როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობას აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ შენი საერთაშორისო ვექტორი რაღაც ცვლილებას განიცდის. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის სურვილი აქვთ და რამდენად გამოუვათ ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ სურთ, რომ გადავუხვიოთ პროდასავლურ კურსს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩომ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავრობის მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაგმო. „მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა