თელავის სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის 24 წლის შვილიშვილის პროცესი მიმდინარეობს

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის 24 წლის შვილიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

უმცროს ომარ გამყრელიძეს ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ პროცესზე გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე კი დღევანდელ პროცესზე, მიმდინარე წლის 9 მაისის განჩინების შეცვლას და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

ამასთან, უფლებადამცველი გილერი ენდელაძე განმარტავდა, რომ პროკურატურის ვარაუდი უსაფუძვლოა და ომარ გამყრელიძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან ორ დღეში, საგარეჯოს პოლიციამ, უმცროსი ომარ გამყრელიძე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო