გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

„ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 15:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება სოფლებს: წოდორეთი, მსხალდიდი, ლისი, ბევრეთი და მიმდებარე სოფლებს;

15:00-დან 18:00 საათამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლებს: ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, ნავდარაანთკარი, გალავანი.

12:00-დან 18:00 საათამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არღუნი, ტონჩა, დუდაურები, ველთაურთკარი და მიმდებარე სოფლებს. ასევე, 15:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ახატანს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს