ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ყაზახეთში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ყაზახეთის ქალაქ ალმატში ადგილობრივი წამყვანი ტუროპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

„ღონისძიება ავიაკომპანია „Air Astana”-სთან თანამშრომლობით გაიმართა. პრეზენტაციას ყაზახეთის 35-ზე მეტი ტუროპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 20 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ქართული კერძო სექტორისა და ყაზახეთის საქმიანი ტურიზმის სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა. ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით ყაზახეთი საქართველოსათვის დინამიურად მზარდ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში, ყაზახეთიდან საქართველოში 33,272 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.2 %-ით მეტია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო