„ახალი საქართველო“ - შსს-მ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, - ამის შესახებ „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, თეონა ჭალიძემ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის გაშლაში ხელის შეშლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველანაირ მდაბიო მეთოდებს იყენებს დაბრკოლებების შესაქმნელად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. პოლიციამ, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის თანმხლებ პირებს არ მოგვცა უფლება, რომ კარავი გაგვეშალა რუსთაველზე პარლამენტის წინ, იმ ადგილზე სადაც შვილმკლული მამების აქციები ერთი წლის წინ დაიწყო და სადაც 2018 წლის 10 სექტემბრიდან იდგა მათი კარვები. იქ სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ათ თვეზე მეტი ცხოვრობდა და გამოხატავდა პროტესტს, სადაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ვაგროვებდით ხელმოწერებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. საპატრულო პოლიციის უფროსთან, მიხეილ დილიბაშვილთან შეთამხმებით პოლიციის მაღალჩინოსნები, ვლადიმერ სადღობელაშვილი და სხვები ურცხვად ხელს გვიშლიდნენ კარვის დადგმაში და გვატყუებდნენ, რომ მერიამ ფილების აყრა - სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს და ამ მიზეზით გვზღუდავდნენ. ეს რომ ტყუილი იყო, მერიამაც დაადასტურა როდესაც ვიცე - მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა რომ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას დაგეგმილი არ აქვს. არანაირი სამართლებრივი საფუძველი პოლიციას არ ჰქონდა, რომ კარვის გაშლა ჩვენთვის აეკრძალა, თუმცა ხელისუფლებას იმდენად ყელში ეჩხირება მაჩალიკაშვილის დაუღალავი ბრძოლა სიმართლისთვის რომ ყველანაირ მდაბიო მეთოდებს იყენებენ დაბრკოლებების შესაქმნელად. სამართალდამცავები თავად იქცნენ სამართალდამრღვევებად. 20 ივნისის სისხლიანი ღამე მაჩალიკაშვილის კარვების დასაშლელადაც გამოიყენეს და ეგონათ ამით მისი პროტესტიც დაასრულეს, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება მანამ სანამ სამართალს არ მიაღწევს თემირლანის ოჯახი და მათთან ერთად თითოეული ჩვენგანიც“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის