რამაზ საყვარელიძე - ვკითხულობ:  პოლიციელს თავში რომ ჯოხს ურტყამს ადამიანი, ის უნდა დააკავონ თუ არა?

თუკი იყო ადამიანი და მათ შორის ასახელებენ ოქრუაშვილს, რომელიც პოლიციელზე შეტევისკენ მოუწოდებდა და თვითონაც აქტიურობდა ამ მხრივ, უკვე ამიტომ შეიძლება წაუყენონ მას ბრალი, - ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, პარლამენტის შტურმით აღებაზე კი არა, პოლიციელებთან ურთიერთობაზეა ყურადღება გასამახვილებელი.

„20 ივნისის მოვლენებითან დაკავშირებით ბრალი წაყენებული. პოლიტიკური ოპონენტები ცუდი ოპონენტები არიან, რადგან დაინტერესებულნი არიან, რომ ის, ვინც სახელმწიფოს უპირისპირდება, ყოველთვის მართალი იყოს. ამ ჭრილიდან თუ ვეცდებით გავიდეთ და ისე შევხედოთ მოვლენებს, მაშინ უნდა შევაფასოთ და ვკითხულობ: პოლიციელს თავში რომ ჯოხს ურტყამს ადამიანი, ის ადამიანი უნდა დააკავონ თუ არა? არ ვსაუბრობ პარლამენტის შესვლა-არშესვლაზე, არამედ პოლიციელთან ურთიერთობაზე. არც ერთ ქვეყანაში პოლიცია სხვანაირად არ მოიქცეოდა. თუკი იყო ადამიანი, მათ შორის ასახელებენ ოქრუაშვილს, რომელიც პოლიციელზე შეტევისკენ მოუწოდებდა და თვითონაც აქტიურობდა ამ მხრივ, უკვე ამიტომ შეიძლება წაუყენონ მას ბრალი. პოლიცია სახელმწიფოს წარმომადგენელია და მასზე ხელის აღმართვა სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა. თუ ამ ფორმულიდან ამოვდივართ, მაშინ ბრალი ყველას უნდა წაუყენონ. და იმ პოზიციის ტირაჟირება, რომ ახდენდნენ თუ არა გადატრიალებას, ამ შემთხვევაში არსებით მნიშვნელობას კარგავს ბრალის წაყენების თვალსაზრისით, ხელი აღმართა პოლიციელზე თუ არა, ამ დონეზეა გადასაწყვეტი. ის ოპონენტები რომლებიც ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის დამცველებად გამოდიან, თვითონ ხომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში? „ევროპული საქართველოს“ მხრიდან თითქოს შედარებით, პასიურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თითქოს უფრო აქტიურად. ბუნებრივია, მათ ბუნებრივია, ექნებათ იმის ტენდენცია, რომ ოქრუაშვილიც გამართლდეს და ყველა ისინი, ვინც იმ ღამეს პოლიციელებს ის დღე დააყენა, რაც დააყენა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს