პარლამენტში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ

პარლამენტში „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ. დვალი და აქიმიძე დღეს, 13:00 საათზე, საჯარო ფორმატში, დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.

როგორც კობერიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “რუსთავი 2“-ის თემა დიდი ხანია კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს გასცდა და ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. დეპუტატის თქმით, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი მზად არის, იგივე ფორმატში “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მოუსმინოს.

“ჩვენი მიზანია პროცესის საჯარო სივრცეში განხილვა მოხდეს. თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალდებულებაა საკითხის საჯარო სივრცეში გამოტანა მოხდეს“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში დღეს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა