საავტომობილო გზების დეპარტამენტი - წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„გზა ძლიერ დაზიანებული იყო და არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი, რაც გადაადგილებას აფრეხებდა. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და დამსვენებლები. ამავდროულად, აღნიშნული გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა