იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა. საბჭოს წევრები ამ წუთებში მოსამართლეობის კანდიდატ ნუნუ კვანტალიანს უსმენენ.

როგორც კვანტალიანმა განაცხადა, მან ბევრი იფიქრა მიეღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში.

„ბევრი ვიფიქრე მიმეღო თუ არა მონაწილეობა და გულწრფელად გეტყვთ, ვიფიქრე, რომ ალბათ, ეს იყო ჩემი ვალდებულებაც. ვფიქრობ, რომ ჩემი წარსული პროფესიული საქმიანობა და ამ საქმიანობის განხორციელების წესი და შედეგები, მაძლევს იმის უფლებას, განვაცხადო პრეტენზიები ამ უდავოდ პრესტიჟულ, საამაყო, მაგრამ უდავოდ მძიმედ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ალბათ, არც ერთი იმათგანი, ვისაც დღეს აქვს პრეტენზია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე, არ ფიქრობს განსხვავებულად, რასაც მე ვფიქრობ. ეს არის ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა“,- განაცხადა ნუნუ კვანტალიანმა.

ნუნუ კვანტალიანი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ასევე, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორად მუშაობს. კვანტალიანი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა (2002 -2012 წლებში).

დღესვე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იგეგმება გასაუბრება მაია კოპალეიშვილთან და შოთა ლაითაძესთან.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 21-ს გაესაუბრა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა