ნავალნის ორგანიზაციის იურისტი, რომელიც საარჩევნო კომისიის შენობაში შიმშილობდა, შენობიდან დივნიანად გამოიყვანეს

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ (ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია) იურისტი ლიუბოვ სობოლი, რომელიც მოსკოვის საარჩევნო კომისიის შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და შენობის დატოვებაზე უარს აცხადებდა, დღეს პოლიციელებმა იმ დივნიანად გამოიყვანეს გარეთ, რომელზეც იწვა. ის ოფიციალურად დააკავეს, თუმცა შემდეგ გაუშვეს.

სობოლი მოსკოვის დროით 11 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის არ შეუტყობინებიათ თუ რომელ სისხლის სამართლის საქმეზე იბარებენ, თუმცა ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრულია საქმე საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის ხელის შეშლის თაობაზე.

ლიუბოვ სობოლი ითხოვს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან შეხვედრას და მზად არის მას პირადად გადასცეს ხელმოწერების დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა. სობოლს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერების უმრავლესობას, ძირითადად წარდგენილი ხელმოწერები დაუწუნეს.

მოსკოვის ქალაქის სათათბიროს მომავალ არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის უარის თქმა ფედერალური მასშტაბის სკანდალად იქცა. ოპოზიციამ მომხრეები ქუჩაში გამოიყვანა არასანქცირებულ მიტინგებზე.ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოპოზიციონერი კანდიდატების უმრავლესობა გუშინ დაკითხეს.

ხვალ დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქცია.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ნავალნის ორგანიზაციის იურისტი, რომელიც საარჩევნო კომისიის შენობაში შიმშილობდა, შენობიდან დივნიანად გამოიყვანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა