თორნიკე შარაშენიძე - კი ბატონო, აგოს ოქრუაშვილმა პასუხი ძალადობისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მისია „რუსთავი 2“, მისი დარჩეს

აგოს ოქრუაშვილმა პასუხი ძალადობისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მისია „რუსთავი 2“, მისი დარჩეს, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხალვაშისნაირ ფიგურას „რუსთავი 2“-ს არავინ მისცემდა, რადგან ხალვაში მაშინ არაფერს წარმოადგენდა.

რაც შეეხება 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს და მასში ოქრუაშვილის მონაწილეობას, შარაშენიძის თქმით, ამ საკითხზეც ობიექტური გამოძიება უნდა წარიმართოს.

„იმ ღამეს ოქრუაშვილი იქ ნამდვილად იყო. მეც იქ ვიყავი და დავინახე, რომ ოქრუაშვილი აქტიურობდა. მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, ქიბარ ხალვაშს ასე მარტივად ხელში არ ჩაუგდებდა „რუსთავი 2“-ს და რაღაც ბერკეტს დაიტოვებდა. შესაბამისად, ის დოკუმენტი, სადაც როგორც ოქრუაშვილი იჩემებს - ხალვაში აღიარებს, რომ არ არის მისი „რუსთავი 2“, მე მგონი, ნამდვილია. მისი დაკავება ამ ვერსიას ამყარებს. ხალვაშისნაირ ფიგურას ვინ მისცემდა და ვინ დაუტოვებდა „რუსთავი 2“-ს?! ხალვაში ხომ არაფერს წარმოადგენდა? მას მოკიდეს ხელი, რატომღაც კარგი თვალით შეხედეს, ფული აშოვნინეს "ნაციონალების" დროს რატომღაც მას და კიდევ ბარეორს, რომლებიც ახლა ივანიშვილს ემსახურებიან, თუნდაც, იგივე ჩხარტიშვილს. აშოვნინეს ფული და რაღაცები მიაფორმეს-მოაფორმეს. სასაცილო იქნებოდა მისთვის მყარად დაეტოვებინათ "რუსთავი 2".

დაიწყოს ოქრუაშვილზე სამართლებრივი დევნა, მაგრამ გავიგოთ სინამდვილეში ისიც, რა ხდება იმ დოკუმენტზე და არის თუ არა იქ ხალვაშის ხელმოწერა. ორივე ავიღოთ და თანაბრად დავალაგოთ. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს და ორივე ობიექტურად უნდა გამოვიძიოთ ბოლომდე. კი ბატონო, აგოს ოქრუაშვილმა პასუხი ძალადობისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მისია „რუსთავი 2“, მისი დარჩეს, მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა შარაშენიძემ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)