გრიგოლ ვაშაძე - ირაკლი ოქრუაშვილს ციხიდან აუცილებლად გამოვიყვანთ

აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან ირაკლი ოქრუაშვილს და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და ქვეყანაში მყოფ პოლიტპატიმრების რიცხვს ირაკლი ოქრუაშვილიც შეემატა.

„სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 20 ივნისს საღამოს 19:00 საათიდან დილის 06:30 საათამდე ვიყავი რუსთაველის პროსპექტზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იცავდა რუსთაველის პროსპექტზე კონსტიტუციურ უფლებებს მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია და ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომლიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა