ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „შაჰაბ-3“ დატესტა

ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ სააგენტო Tass-ი ტელეკომპანია Fox News-ზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა Fox News-ს განუცხადეს, რომ რაკეტა „შაჰაბ-3“ ირანის სამხრეთიდან გაუშვეს, მან ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 960 კილომეტრი იფრინა და თეირანის მახლობლად მდებარე უდაბნოს ტერიტორიაზე დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ რაკეტის გაშვება თეირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე განხორციელდა.

როგორც ცნობილია, სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი - Stena Impero - საერთაშორისო სანაოსნო რეგულაციების დარღვევისთვის დააკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა