„ევროპული საქართველო" „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით კვლავ გამოდის

"ევროპული საქართველო" საქართველოს გადამხდელთა კავშირის განცხადების საფუძველზე, "თიბისი ბანკისა" და მისი თანადამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სწორედ ამ საკითხს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ ის ძირეულ შესწავლას საჭიროებს.

"ზამთარში როგორც კი პროცესები დაიწყო "თიბისი ბანკთან" , ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან მიმართებით, "ევროპულმა საქართველომ" მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა არ დამფრთხალიყვნენ ინვესტორები. არა მხოლოდ ბანკები, არამედ ქართული ეკონომიკა არ განიცდიდა ზარალს და არ მივიღებდით იმას, რაც დღეს ყველაზე კარგად ლარის კურსშია ასახული. მმართველი პარტია კვლავ უძალიანდება ამას, თუმცა ჩვენ, გადამხდელთა კავშირის განცხადების ფონზე კვლავ ვაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტში შეიქმნას „ხაზარაძე-ჯაფარიძის" საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა