დავით დვალი - გუშინ შეხვდით პაატა სალიას, სავარაუდოდ, შევხვდებით ხალვაშს - ჩვენ ამ წუთში ვართ ფაქტიურად ერთი ადამიანის კეთილი ნების, დაპირების ამარა

„რუსთავი 2“-ის საკუთრების თემაზე დავის ხანდაზმულობის ვადა წესით და კანონით გასულია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ და ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ დაგვაკარგინა ბრძოლის სამართლებრივი ბერკეტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძესა და კობა ნარჩემაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც დვალმა აღნიშნა, პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით მიმართა, რის პასუხსაც რამდენიმე დღეში ელოდება.

გარდა ამისა, დვალმა განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ ქიბარ ხალვაშსაც შეხვდება.

„დღეს რომ აიღოთ ჩვენი სიტუაცია, საკმაოდ გაურკვეველია სამართლებრივადაც. გვაქვს პასუხი პროკურატურიდან, რომ თითქოს საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ გასვლია. თუმცა, ჩვენ შევიტანეთ წერილობითი შეკითხვა პროკურატურაში, რომ საბოლოო პასუხი მივიღოთ. თუ არ არის ხანდაზმულობის ვადა გასული, რით ხსნიან ამას. წესით და კანონით ეს ვადა გასულია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ და ხელისუფლებამ იმდენი ქნა რომ დაგვაკარგინა ბრძოლის სამართლებრივი ბერკეტი. ეს ამ დღეებში გახდება ცნობილი. ჩვენ კიდევ უნდა გავერკვეთ, იქნებ მთლად ეგრე არაა საქმე და იქნებ არსებობს ნიუანსი და გვაქვს სამართლებრივი გზა დარჩენილი“, - განაცხადა დვალმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის დამფუძნებლები ამ წუთში ქიბარ ხალვაშის დაპირების ამარაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილებს დამფუძნებლებსაც დაუბრუნებდა.

„მიუხედავად ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ წუთში ვართ ფაქტიურად ერთი ადამიანის კეთილი ნების, თუ კეთილი სიტყვის, დაპირების ამარა. ქიბარ ხალვაშმა საქვეყნოდ თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში დაგვითმობდა წილს და ჩვენც კვლავ დავიბრუნებთ „რუსთავი 2“-ს. ეს დაპირება არ დაკონკრეტებულა იმის შემდეგ. არ გვქონია შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან. გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა პაატა სალიასთან, რომელიც ჩვენ უფრო მივიღეთ როგორც შესამზადებელი შეხვედრისთვის. სავარაუდოდ, ჩვენ შევხვდებით ქიბარ ხალვაშს და ვილაპარაკებთ ამ თემაზე“, - განაცხადა დვალმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა