პრემიერ-მინისტრმა გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გუდამაყარში სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს მთიანი დასახლებების გაძლიერებას და კიდევ უფრო განვითარებას, სოფლებიდან წასული მოსახლეობისთვის მშობლიურ მხარეებში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას და აქ არსებული ტურისტული პოტენციალის ზრდას.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მთის ინტერნეტიზაციის” პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და რომლის შედეგად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ფშავის, ხევსურეთის, და გუდამაყრის ხეობებში იქნება ხელმისაწვდომი.

გუდამაყარში ასევე მიმდინარეობს სოფელ ზანდუკის სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც 5 მოსწავლე სწავლობს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ განათლების ხელმისაწვდომობაა.

პრემიერ-მინისტრი, გუდამაყარში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გუდამაყრის გზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების შესახებ ესაუბრა. რეგიონში მთავრობის მეთაურთან ერთად ჩავიდნენ სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დეპუტატები - ირაკლი ტრიპოლსკი და მირიან წიკლაური, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა