რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა ასტრონომიით დაინტერესებულ მოსწავლეს, ქაიან ბელქანიას საჩუქრები გადასცა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს გამორჩეული ნიჭისა და საბუნებისმეტყველო საგნებით, ასტრონომიით დაინტერესებული, წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქაიან ბელქანია ესტუმრა, რომელიც სოციალური ქსელით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, პრიორიტეტი მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციაა.

„ამიტომ, ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურად დაუცველ ნიჭიერ მოსწავლეს, რომ გაიფართოვოს ცოდნა მისთვის საინტერესო სფეროში. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, მას საჩუქრად გადასცა ტელესკოპი და წიგნები, ლიტერატურა ასტრონომის სფეროს შესახებ. თუმცა ეს ერთჯერადი აქტი არ იქნება და ფონდი გაუწევს მას შემდგომ დახმარებას, ხელს შეუწყობს, რათა გაიფართოვოს ცოდნა მისთვის საინტერესო სფეროში. კერძოდ, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ნიჭიერი მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე, სადაც იგი შეძლებს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი, მაია თოდუა, რომელმაც ბელქანიას გადასცა წიგნი და ასწავლა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ტელესკოპი, რათა მან შეძლოს დაკვირვება ციურ სხეულებზე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის