დავით დვალი - 20 ივნისს მე იქ ვიყავი და გახარიას გადადგომას დღემდე ვითხოვ

გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და ახლა კიდევ უფრო მეტად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძესა და კობა ნარჩემაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც დვალმა აღნიშნა, ის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იყო.

„გახარიასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ ფოტო მაქვს და წერია - გახარია წადი! სამწუხაროდ, ამ წუთას ჩემი ტრიბუნა მხოლოდ ჩემი „ფეისბუქ“ გვერდია. შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი და გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უნდა გადადგეს“, - განაცხადა დვალმა, რასაც დარბაზში ტაში მოყვა.

დვალს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ოპოზიციის წევრმა სერგო რატიანმა სთხოვა. როგორც რატიანმა აღნიშნა, მას არ მოუსმენია დვალისა და აქიმიძის პოზიცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის საზოგადოების მოთხოვანზე რომ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარაია.

„თქვენი პოზიცია არ მოგვისმენია უახლოეს მოვლენებთან დაკავშირებით. ნიშნული მაინც გასათვალისწინებელია. არ მოგვისმენია თქვენი პოზიცია, როდესაც ამ ბრძოლაში შედიხართ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იგივე 20 ივნისის, გახარიას, ამ დღეებში მომხდარი ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის როლზე“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

აღნიშნულზე დვალმა უპასუხა, რომ მას შეუძლია „ფეისბუქზე“ რატიანს მეგობრობის თხოვნა გაუგზავნოს, სადაც თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე უკვე დაფიქსირებული აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა