სალომე სამადაშვილი - დღეს „რუსთავი 2“-ის გაკონტროლებას ცდილობს რუსეთი, იმისთვის, რომ გააკონტროლოს სრულად საინფორმაციო სივრცე ჩვენს ქვეყნაში

დღეს ამ ტელეარხის გაკონტროლებას ცდილობს რუსეთი, იმისთვის, რომ გააკონტროლოს სრულად საინფორმაციო სივრცე ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები „რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდებიან.

როგორც მან აღნიშნა, დღეს „რუსთავი 2“ გარდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიისა, არის „მთავარი ფლაგმანი და საყრდენი პროდასავლური, პროევროპული აზრის სარედაქციო პოლიტიკის“.

„ერთი მხრივ, საინტერესო და მეორე მხრივ, მძიმე მოსასმენი იყო თქვენი თავგადასავალი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ვითარება ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, კიდევ უფრო რთულია. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა მართლა უსამართლობას, ხელისუფლების მხრიდან ტელეარხზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ, მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება ან რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობს ამ არხის გაკონტოლებას. დღეს, „რუსთავი 2“, გარდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიისა, არის მთავარი ფლაგმანი და საყრდენი პროდასავლური, პროევროპული აზრის სარედაქციო პოლიტიკის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ამ ტელეარხის გაკონტროლებას ცდილობს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში, არამედ რუსეთი.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ამ ტელევიზიის გაკონტროლებას და მის ხელში ჩაგდებას არ ცდილობს რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში. დღეს ამ ტელეარხის გაკონტროლებას ცდილობს რუსეთი, იმისთვის, რომ გააკონტროლოს სრულად საინფორმაციო სივრცე ჩვენს ქვეყნაში,ამიტომ ის ბრძოლა, რომელიც იმართება ტელევიზიის გარშემო და ფიგურირებს იგივე ადამიანი, ხალვაშს ვგულისხმობ, ეს არის უკვე მე ვიტყოდი ბევრად დიდი გამოწვევა, რომელიც ცდება ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას ან ხელისუფლების მხრიდან არასწორად გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან კითხვით მიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არის თუ რა რაიმე, რაც შეიძლება ერთობლივი ძალებით გაკეთდეს იმისთვის, რომ დაიცვან „რუსთავი 2“-ის მხოლოდ სარედაქციო დამოუკიდებლობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა