ელენე ხოშტარია - ძალიან მნიშვნელოვანია დვალის და აქიმიძის პოზიცია, რომლებიც კულუარებში კი არ გარიგდნენ, არამედ დააფიქსირეს, რომ იბრძოლებენ თავისუფალი მედიისთვის

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დვალის და აქიმიძის პოზიცია, რომლებიც არა კულუარებში შევიდნენ რაღაც გარიგებაში, არამედ ღიად დააფიქსირეს თავიანთი წითელი ხაზი, რომ ისინი იბრძოლებენ თავისუფალი მედიისთვის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელენე ხოშტარია პარლამენტში “რუსთავი 2” -ის დამფუძნებლებთან - ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ელენე ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშს ბინძური გარიგებებისთვის იყენებს.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დვალმა და აქიმიძემ დღეს ძალიან პრინციპული, მკაფიო და ღია პოზიცია დაიკავეს იმასთან დაკავშირებით რომ, რაც ხდება “რუსთავი2”-ში, ეს არის თავისუფალი მედიის დანგრევა, მასში შეღწევა და ქვეყნის დემოკრატიის პრობლემა. აბსოლუტურად ცხადია ის სამართლებრივი დავა, რაც დვალს და აქიმიძეს ჰქონდათ, როდესაც თავის დროზე ნამდვილად დაირღვა მათი უფლებები. იმ სამართლებრივი დავის გაგრძელების სურვილი ხელისუფლებას არ ჰქონდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ “რუსთავი 2” იყოს იმ ადამიანების ხელში, რომლებიც საუბრობენ კრიტიკული მედიის აუცილებლობაზე, წითელ ხაზს ავლებენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების მსახური მედია არ იქნებიან. როგორც აღმოჩნდა, ხალვაში, ადამიანი, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ბინძური გარიგებებისთვის, დღეს ბიძინამ გამოიყენა ამ ბინძური გარიგებისთვის, რომ ხელში ჩაეგდო “რუსთავი 2”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა