დეპუტატთა ჯგუფმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე, შესაძლოა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენოს

დეპუტატთა ჯგუფმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე, შესაძლოა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ “რუსთავი2“-ის დამფუძნებლებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, ის უკვე ხედავს კომისიის შექმნის საჭიროებას.

„სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე ვხედავთ, აქ თემა არ არის ის, რომ გამოძიებას ვაცადოთ. 7 წელია უკვე ეს საქმე არის. მე პირადად ძალიან რეალურად ვხედავ იმის საჭიროებას, რომ თუკი ეს პროცესები ძალიან სწრაფად, სამართლიანად არ წარიმართება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს საკითხი დავაყენოთ დეპუტატთა ჯგუფმა პარლამენტში“, - განაცხადა კობერიძემ.

თავის მხრივ, დვალისა და აქიმიძის უფლებების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არის მისასალმებელი და საშური საქმე, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია“.

„თუ ეს მიღწევადია, ეს იქნება ბრწყინვალე გადაწყვეტილება“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

შეხვედრაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კითხვა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წარმომადგენელმა ნათია კუპრაშვილმა დასვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა