დავით დვალი - ჩვენი მხარე ხალვაშს მოუსმენს რას იტყვის - უკვე სუნი უდის, რომ მთლად ის წინადადება არ არის, მაგრამ მოდით, ორი დღე ვაცალოთ

ლაპარაკი იმაზეა, რომ ქიბარს აქვს 100%-ის მფლობელობა ამ წუთას და მან თქვა, რომ ის რაღაც შეთავაზების გაკეთებას აპირებს, რომელიც ადრე ითქვა და შეთანხმებულიაო. უკვე უდის სუნი, რომ მთლად ის წინადადება არ არის, მაგრამ მოდით, ეს ორი დღე ვაცალოთ,-ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ჟურალისტებს პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მან ქიბარ ხალვაშთან შეხვედრასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დამალული არაფერი იქნება.

„ჩვენი მხარე უბრალოდ ხალვაშს მოუსმენს რას იტყვის. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ქიბარს აქვს 100%-ის მფლობელობა ამ წუთას და მან თქვა, რომ ის რაღაც შეთავაზების გაკეთებას აპირებს, რომელიც ადრე ითქვა და შეთანხმებულიაო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა გაიჟღეროს და ჩვენგან იქნება პასუხი - კი თუ არა. მეტი არაფერი არ იქნება. უკვე უდის სუნი, რომ მთლად ის წინადადება არ არის, მაგრამ მოდით ეს ორი დღე ვაცალოთ. არაფერი დასამალი არ არის და მზად ვარ, რომ ის შეხვედრა ღია იყოს. არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ ვაპირებ. იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრას აუცილებლად ვაპირებ და მათაც ყველაფერს გავაცნობ. არა მარტო ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის თემაზე, არამედ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კითხვაზე მზად ვარ, რომ პასუხი გავცე”,-განაცხადა დვალმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში გამოჩნდება დაირღვა თუ არა წითელი ხაზები.

“მე მგონია, რომ უახლოეს დღეებში ეს გამოჩნდება და ნათელი იქნება. ეჭვი შეიძლება მქონდეს მაგრამ, მოდი ვაცალოთ. დღეს პარასკევია, შაბათი, კვირა წესით შეხვედრა უნდა შედგეს. მოლოდინი, რა თქმა უნდა, შედარებით პესიმისტური მაქვს, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ მინდა. ორშაბათს უკვე შემეძლება ხმამაღლა და მკაფიოდ გაცხადება ჩვენი პოზიციის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა იყო წითელი ხაზი, გადაილახა თუ არა და ვისი გავლებული წითელი ხაზებია მაგასაც ვიტყვით",-განაცხადა დვალმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს