დავით ბაქრაძე - მივხედოთ მთავარ პრობლემას ლარისთვისაც, ხალხისთვისაც და ქვეყნისთვისაც რაც არის უცოდინარი ხელისუფლების არჩევნების გზით სახლში გაშვება

7 წელია უკვე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, 7 წელია უკვე უფასურდება ლარი, 7 წელია ყოველთვიურად ძვირდება ცხოვრება, 7 წელია ყოველწლიურად ქვეყანა მიდის უკან და ეკონომიკა ვერ ვითარდება. ეს ყველაფერი არის ამ მთავრობის მუშაობის შედეგი, მთავრობის, რომელსაც არ გააჩნია არც კომპეტენტურობა, არც ცოდნა, არც მომავლის ხედვა, ვერ მართავს ქვეყანას და კორუფციით, ნეპოტიზმითა და საკუთარი უცოდინრობით ქართული ეკონომიკა კრიზისში შეიყვანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენის შედეგია.

ბაქრაძის განმარტებით, ლარისთვისაც, ხალხისთვისაც და ქვეყნისთვისაც მთავარი პრობლემა უცოდინარი, უპასუხისმგებლო ხელისუფლების ყოლაა, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ამ ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით სახლში გაშვება იქნება.

„მე მაქვს საპასუხო კითხვა ბახტაძესთან ბოლო სამი დღის განმავლობაში 600 მილიონ ლარზე მეტით რომ დაეცა თიბისი ბანკის კაპიტალიზაცია, ეს არ მოქმედებს ლარის სტაბილურობაზე და მაინცდამაინც ის მოქმედებს, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას? ეს არის სრულიად უპუხისმგებლო და უტიფარი განცხადება, 7 წელია უკვე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და 7 წელია უფასურდება ლარი, 7 წელია ყოველთვიურად ძვირდება ცხოვრება, 7 წელია ყოველწლიურად ქვეყანა მიდის უკან, ეკონომიკა ვერ ვითარდება და ეს ყველაფერი არის ამ მთავრობის მუშაობის შედეგი, მთავრობის რომელსაც არ გააჩნია არც კომპეტენტურობა, არც ცოდნა, არც მომავლის ხედვა, ვერ მართავს ქვეყანას და კორუფციით, ნეპოტიზმით და საკუთარი უცოდინრობით კრიზისში შეიყვანა ქართული ეკონომიკა. ამიტომ, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - თავი დაანებონ ხელის სხვისკენ გაშვერას და მივხედოთ მთავარ პრობლემას ლარისთვისაც, ხალხისთვისაც და ქვეყნისთვისაც რაც არის უცოდინარი და უპასუხისმგებლო ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით სახლში გაშვება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა