გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 12:00-დან 16:00 საათამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჩანადირები, უნდილაათკარი, ბაზალეთი, საშაბურო, რადიოსადგური და მიმდებარე სოფლებს, ასევე ბაზალეთის ჩასახლებას. 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, მისაქციელი.

მათივე ინფორმაციით, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00-დან 14:00 საათამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუდაური, სოკურიანი, დარიალი, ქულისციხეს. 11:00-დან 14:00 საათამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კაიშაურნი, მთავარცლა, ზაქათკარი, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს