პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია “თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, სანერგეს, იმერეთის, ლუბოვსკის, სვირის, გეგუთის, ასურეთის, ჯავის, ზეკარის, დარკვეთის, კიშინიოვის, თოდრიას, სანავარდოს, ლისაშვილის, მირზაანის, ბუგეულის, II ავიაქიმიის, ჟღენტის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ტოვსტონოგოვის და 26 მაისი ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს, ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს, საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, კოსტავას, ბოჭორიშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ინტენსიფიკაციის, პოლიტკოვსკაიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მცხოვრებლებს, დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს, ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პილსუდსკის და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის და ჩაჩუას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, ჭელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო