აკაკი ცომაია - ქართული კომპანიების აქციების გაუფასურება მოიტანს იმ შედეგებს, რომ ის საერთაშორისო ინვესტორებიც წავლენ საქართველოდან, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არიან

ქართული კომპანიების აქციების გაუფასურება მოიტანს იმ შედეგებს, რომ ის საერთაშორისო ინვესტორებიც წავლენ საქართველოდან, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არიან, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

მან ისაუბრა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ მათ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან.

„ჯაფარაძის და ხაზარაძის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, ეს ცხადზე უცხადესია, ანუ აქ კითხვის ნიშნები ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან ნათელია, რომ არანაირ ფულის გათეთრებას არ აქვს აქ ადგილი. შინაარსობრივად, ეს კონკრეტული საკითხი ნამდვილად არ ეხება ფულის გათეთრებას. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანებმა დააანონსეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა და აპირებენ 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობას. ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკური ველის მოსუფთავებას. ასე რომ, ეკონომიკურ ნაწილში ამ კონკრეტულ საკითხს ვერ შევაფასებ, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია“, - განაცხადა ცომაიამ.

მანვე „ინტერპრესნიუსს“ კითხვაზე, ეკონომიკურად რა გავლენას მოახდენს ის, რომ ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ეცემა და ზოგადად, როგორ აისახება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საქმე ქვეყანაზე, უპასუხა, რომ ეს კარგ შედეგებს არ მოიტანს.

„ეს მოიტანს იმ შედეგებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არიან საქართველოში, ისინიც წავლენ საქართველოდან და ქართულ ეკონომიკას კარგ არაფერს მოუტანს, ეს საბოლოო ჯამში შედეგია. ამას არ სჭირდება არც ექსპერტობა, არც დიდი დაფიქრება თუ განათლება. ჯაფარიძისა და ხაზარაძის გარშემო დგანან საკმაოდ ძლიერი ევროპული და ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები. წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება, ამას რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. როდესაც „თიბისი ბანკის“ აქციები უფასურდება ლონდონის საფონდი ბირჟაზე და ინვესტორები ყიდიან ამ აქციებს, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი სამომავლოდ და შესაბამისად, უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება ამას მომავალში, რომ მათი განწყობები შემობრუნდეს ჩვენკენ“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

მან ასევე ისაუბრა ლარის კურსზე და ამ მდგომარეოიდან გამოსავლის შესახებაც.

„ისევ პოლიტიკური შეფასება უნდა გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოსავალი არის ერთადერთი - ეს არის მთავრობის რაც შეიძლება სწრაფად ცვლილება, სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ“, - განუცხადა ეკონომიკის ექსპერტმა „ინტერპრესნიუსს“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო