პარლამენტის წინ აქციაზე ბოლოდროინდელ დაკავებებს გააპროტესტებენ

პარლამენტის წინ 27 ივლისს აქცია ძველი ფორმატით გაიმართება. ამის შესახებ შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. დიღმელაშვილმა ეს აქციის ახალი ფორმატის, გადაცემა "სირცხვილიას" დაწყებამდე გამოაცხადა.

"ალბათ, გაიგეთ ახალი დაჭერების ამბავი და ამ თავგასულობაზე საუბარი ცოტა ძნელი ხდება. ამ აშკარა რეპრესიებს აუცილებლად გამოვეხმაურებით და სპეციალური განცხადება მოვამზადეთ ამისთვის, ახლა შაბათს, ხვალ აქცია იქნება, აქციები მომენატრა", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს აქციის 36-ე დღეა, თუმცა ბოლო დღეებია, პარლამენტის წინ აქციის ჩატარების ნაცვლად გადაცემა "სირცხვილია" მიმდინარეობს, რომელიც სიმბოლურად 20:20 საათზე იწყება. აქციაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. დიღმელაშვილს ხვალინდელი აქციის დაწყების დრო ჯერ არ გამოუცხადებია.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის წინ, 27 ივლისის აქციაზე, ბოლოდროინდელ დაკავებებს გააპროტესტებენ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა