რომან კაკულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე - მაღალი ხარისხით მაქვს ეჭვი, რომ დანაშაული იყო ჩადენილი

მაღალი ხარისხით მაქვს ეჭვი, რომ დანაშაული იყო ჩადენილი , - ამის შესახებ დეპუტატმა რომან კაკულიამ "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

"მაღალი ხარისხით მაქვს ეჭვი, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, როდესაც გადასახადების გადახდა არ ჩანს, ყოველთვის არ არის საქმე სწორად. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ის კვალიფიკაცია, რომელიც იქნა დასახელებული პროკურატურის მიერ, იყო გააზრებულად და სიღრმისეულად შესწავლის შედეგად. საქმის დეტალები რადგანაც არ ვიცი, ვერ გეტყვით, რამდენად ადეკვატური იყო ეს, მაგრამ კარგია, რომ გამოვიდნენ და ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული. რაც შეეხება ქართული კომპანიების აქციების დაცემას, რა თქმა უნდა, ჩვენი მასშტაბის ეკონომიკაზე ეს გავლენას მოახდენს, მაგრამ ამის გამო საქმის არწარმოება არასწორია. ეს უბრალოდ, სამწუხარო თანმდევი პროცესია, რომელიც სამწუხარო ფაქტს ახლავს თან", - განუცხადა კაკულიამ "ინტერპრესნიუსს".

მანვე განაცხადა, რომ ყველაფრის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაბრალება ტენდენციადაა ქცეული.

"საქართველოში ეს ტენდენციაა - ყველაფერი დაბრალდეს ბიძინა ივანიშვილს, ყველაფერს დაერქვას პოლიტიკური მოტივაცია. საერთოდ, არაფერი იმალება და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ კანონზომიერად მიდის ძალიან ბევრი რამ", - აღნიშნა დეპუტატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო