ადვოკატი ბექა ბასილაია 20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეების სახელით მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩელს ამზადებს

20 ივნისს დაზარალებული ადამიანებთან დაკავშირებით სრულიად უსასყიდლოდ ვამზადებთ სარჩელებს და თუ მურუსიძის სასამართლო აქაც მოიქცევა ისე, როგორც მათ მოქცევას ვართ მიჩვეული, ჩვენ ამ საქმეებს წავიღებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში -სახელწმიფოს განცხადებები კი კომპენსაციებზე ფარსია, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო აქციაზე მყოფმა ბექა ბასილაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ხდება მონაცემების აღება იმ ადამიანებისგან, მათ შორის ჟურნალისტებისგან, ვინც 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავდნენ, რათა ფიზიკური და მორალური კომპენსაციისთვის სარჩელები მომზადდეს, ხოლო თუ საჭირო გახდება, ეს საქმეები სტრასბურგში წავა.

"ქართული სასამართლოსთვის ერთ-ერთი ტესტი იქნება ის სარჩელები, რასაც ჩვენ ვამზადებთ 20 ივნისს დაზარალებული ადამიანებთან დაკავშირებით, სრულიად უსასყიდლოდ. მთავარია, მოგვმართონ, პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობის პერიოდში. ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად აქ არის აქციის დროს, მეც დიდ დროს აქ ვატარებ. მთავარია, პირველ რიგში ავიღოთ სრული მონაცემები დაზარალებული პირებისგან, მათ შორის იმ ჟურნალისტებისგან, ვინც პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზიანდნენ. ამის შემდეგ მოვამზადებთ სარჩელს, მერე კი შეხვედრა გვექნება დაზარალებულებთან და შევიტანთ სარჩელს სასამართლოში. სასამართლოში წარმომადგენლობასაც განვახორციელებთ სრულიად უსასყიდლოდ და მოვითხოვთ ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტები და თუ მურუსიძის სასამართლო აქაც მოიქცევა ისე, როგორც მათ მოქცევას ვართ მიჩვეული, ჩვენ ამ საქმეებს წავიღებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", -განაცხადა ბასილაიამ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვას, ენდობიან თუ არა კახა კალაძის განცხადება, რომ 20-21 ივნისის ღამეს დაშავებულები კომპენსაციებს აუცილებლად მიიღებენ, ბასილაიამ უარყოფითი პასუხი გასცა. "სახელმწიფო ამ ეტაპზე აკეთებს ერთადერთ რამეს, მკურნალობის ხარჯებს ანაზღაურებს, რაზეც ისედაც ვალდებულები არიან. ამას რომ გვამადლიან და ხაზს უსვამენ, მართლა სირცხვილია. რაც შეეხება კომპენსაციებს, მაშინ მათ უნდა აღიარონ, რომ 20 ივნისს უკანონო ქმედებებს ჰქონდა ადგილი, თუმცა დღემდე იძახიან, რომ არა, ეს ლეგიტიმური იყო. შესაბამისად, მათი განცხადებები კომპენსაციებზე, ეს არის ფარსი", - აღნიშნა ბასილაიამ "ინტერპრესნიუსთან

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია