20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე - საქართველოს დროშით ვაპროტესტებ ჩემი მეუღლის დაკავებას, რადგან მის ბედს საქართველოს ბედსაც ვუკავშირებ

მე ვაპროტესტებ ჩემი მეუღლის დაკავებას საქართველოს დროშით, რადგან ჩემი მეუღლის ბედს საქართველოს ბედსაც ვუკავშირებ, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ ეკა ჯაიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ლორთქიფანიძეს ბრალი სსკ-ს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს.

„არ მიმაჩნია, რომ ეს ადეკვატურია. ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ჩემი მეუღლე მოძალადეა და სხვებთან ერთად ძალადობდა სპეცრაზმელებზე. ამ ბრალდებას თავადაც არ აღიარებს და თვლის, რომ მისი ქმედება ადეკვატური იყო. ჩემი მეუღლე პრინციპში, იყო დაზარალებულიც ამ დემონსტრაციაზე, მას შუბლში მოხვდა რეზინის ტყვია, რაც შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო მისი ასეთი ქმედებისა. ჩვენ ზოგადად ვიცით, რა მასიურ აგრესიას ჰქონდა სპეცრაზმელებისგან ადგილი, თუმცა შესაბამისი ქმედითი ღონისძიება შსს-ს არ გაუტარებია, არ არიან დაკავებულები ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ზოგადად, გასცა ბრძანება სპეცრაზმის მიერ დემონსტრაციის დაშლისა აგრესიული გზით“, - აღნიშნა ჯაიანმა.

ეკა ჯაიანი დიღმის სამმართველოსთან, სადაც მისი მეუღლის მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობდა, რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს დროშით იმყოფებოდა. მან ისაუბრა საქართველოს დროშით იქ მისვლის მიზეზებზეც.

„მე ვაპროტესტებ მის დაკავებას საქართველოს დროშით, რადგან ჩემი მეუღლის ბედს საქართველოს ბედსაც ვუკავშირებ და ვთვლი, რომ თუ მას ხვალ შეუფარდებენ აღმკვეთ ღონისძიებას, ეს ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის. დღეს ბეჟანი იქნება და ხვალ - სხვა. ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ ეს არის დამსჯელი ღონისძიება იმ პირების მიმართ, ვინც გამოხატეს პროტესტი 20 ივნისს გავრილოვის ვიზიტის და არა მხოლოდ ვიზიტის გამო“, - განაცხადა ჯაიანმა.

მანვე დასძინა, რომ სავარაუდოდ, ხვალ დღის მეორე ნახევარში გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც შეიკრიბებიან ლორთქიფანიძის ახლობლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ბრძოლა გაგრძელდება, რათა ლორთქიფანიძე გათავისუფლდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს