ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,4 და 5,9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბატანესის პროვინციაში იყო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიპინების ოფისმა სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა ფოტოები, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზიანებული და დანგრეული სახლები ჩანს.

ფილიპინები არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა