ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი - მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია, სხვა არაფერი

მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია, სხვა არაფერი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

„ბრალდების ფორმულირება ასეთია: 20 ივნისს, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში, ზოგიერთმა დაიწყო ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ოქრუაშვილი დანაშაულს უარყოფს.

„ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა ათამდე მოწმე მაინც გვყავს, ვინც იმ საღამოს, დილამდე მის გვერდით იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სწორი პოზიცია ის იქნება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ.

„არ არის გამორიცხული, რომ როგორც მელიას შემთხვევაში მოიქცნენ, გარკვეული აკრძალვები დაუწესონ, რომ სახლიდან არ გამოვიდეს მაგალითად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზეც არ ვართ თანახმა. მისთვის ეს იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო