გვატემალამ და აშშ-მ მიგრანტების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა და გვატემალამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის მუქარის შემდეგ, მიგრაციის საკითხებზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, მიგრანტებმა ჰონდურასიდან და სალვადორიდან, რომლებიც აშშ-სკენ გვატემალის გავლით მიდიან, ჯერ თავშესაფარი გვატემალაშივე უნდა მოითხოვონ. ვინც ამას არ გააკეთებს, არ ექნება აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. სანაცვლოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული გვატემალელი მუშები უფრო ადვილად მიიღებენ ამერიკულ ფერმებში მუშაობის საშუალებას.

გვატემალის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხელშეკრულება ორი წელი იმოქმედებს და ყოველ სამ თვეში გადაიხედება.

გვატემალის პრეზიდენტს ჯიმი მორალესს ამ ხელშეკრულებაზე ხელი გასულ კვირაში უნდა მოეწერა, მაგრამ გვატემალის საკონსტიტუციო სასამართლომ მას ამის გაკეთება კონგრესის ნებართვის გარეშე აუკრძალა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა