არჩილ თალაკვაძე - ყველას ექნება საშუალება, რომ დაცვის უფლებით ისარგებლოს და თუ მართალია, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში

ყველას ექნება საშუალება, რომ დაცვის უფლებით ისარგებლოს და თუ არის მართალი, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დამცველების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის უდანაშაულობას ეხებოდა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და საზოგადოებას არ სურს ნახოს ის, რომ მის კონსტიტუციურ წესრიგზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და პარლამენტზე არის ძალადობრივი შეტევა.

"ჩვენს ქვეყანაში არის კანონის უზენაესობის პრინციპი. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას. ძალიან სამწუხაროა, როგორც განვითარდა მოვლენები 20 ივნისს და შემდეგ დღეებში, თუმცა მეორეს მხრივ, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და საზოგადოებას არ სურს ნახოს ის, რომ მის კონსტიტუციურ წესრიგზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და პარლამენტზე არის ძალადობრივი შეტევა. ვინც ამაში მონაწილებოდა, ვინც ამას აორგანიზებდა და ეს დაუდასტურდება სასამართლოში, ბუნებრივია ის პასუხისმგებელი იქნება კანონის წინაშე, მაგრამ ყველას ექნება საშუალება, რომ დაცვის უფლებით ისარგებლოს და თუ არის მართალი, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ როგორი მმართველობის მეთოდები ჰქონდა წინა ხელისუფლებას.

"საზოგადოება თვალს ადევნებდა პრაქტიკულად მთელი კვირის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მთელმა საზოგადოებამ დაინახა რეალურად ვის ხელში იყო ქვეყანა, მათი ხელისუფლების დროს და როგორ იმართებოდა ქვეყანა, თუ როგორ სცემდნენ პატივს კანონებს და ადამიანებს. ამ ადამიანის კომენტარებით გამოჩნდა, რეალურად რა მიდგომა ჰქონდათ მათ ბიზნესთან, ბიუჯეტთან, მედიასთან და როგორი წესებით მართავდნენ ქვეყანას. ეს ერთის მხრივ ღიმილისმომგვრელია დღეს, მაგრამ მაშინ ამაზე ძალიან ბევრ ადამიანს არ ეღიმებოდა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა სამწუხაროდ უარესობისკენ სწორედ ასეთი მიდგომების გამო", - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს