პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ იმ კანონით, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ, საქართველოს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ იმ კანონით, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ, საქართველოს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

„15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი!

განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა!, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვაქვეყნის მოქალაქეობაც.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა(რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია).

„მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, 2019 წლის 15 აგვისტომდე უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. თუკი საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა მარტივი პროცედურით გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობისმოპოვებასთან ერთად შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებით, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა