შსს-ს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 74 წარმატებულ კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა გადასცა.

ღონისძიებას, აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები, პროკურატურის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, თბილისის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების 4-თვიანი კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლებისთვის წელს შეიმუშავა.

სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.

მოქმედი გამომძიებლები, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა