თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე, „კამაზის“ ტიპის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 5-მა გადმოხტომა მოასწრო. 7 კი სატვირთოსთან ერთად ხევში ჩავარდა.

სატვირთო მანქანაზე მყოფები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გავიდა.

მათივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ისინი თუშეთში დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია