ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილისთვის 10 000-ლარიან გირაოს, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დაცვის მხარე ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

"ბრალდება პატიმრობას ითხოვს, რაც დასაბუთებული არ არის. ჩვენი მხრიდან პოზიცია იქნება, რომ არანაირი საფუძველი ფაქტობრივიც და ფორმალურიც არ არსებობს აღკვეთი ღინისძიების გამოსაყენებლად. თუ მაინც გადაწყვეტს სასამართლო, რომ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენოს, შევთავაზებთ გირაოს, ან პირად თავდებობას. საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გამოიყენოს, არ არსებობს. არათუ პატიმრობის, საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ასევე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის, გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

აღნიშნულ პირებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებეში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო