ნათია თურნავამ ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხევსურეთში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე იმყოფებოდნენ.

ფშავის-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე ინტერნეტით უკვე დაფარულია უკანა ფშავის სოფლები - თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა . უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები ელიაგზა, ჩალათხევი, გოგოლაურთა, ზარისჭალა. მიმდინარეობს არხოტის ხეობის (არხოტის უღელტეხილი - ზეთუკის მთა) დაფარვის სამუშაოები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავის-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაში.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხმები თანხა დაიფარება სხვადასხვა დონორების საშუალებით.

პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტი, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.

პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომელსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში ეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).

მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, რომლის შედეგად თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს