თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სასამართლოში შეუძლოდ გახდა

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამოცხადებისას სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი შეუძლოდ გახდა. მას დახმარება მანდატურის სამსაურის თანამშრომლებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

დაკავებული პირების მიმართ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოყვა.

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ოთხივე პირს- მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდათ.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ისინი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, მათი ნაწილი კი, გირაოსთან ერთად, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა