გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - მოტივი არის პოლიტიკური, ივანიშვილს სურს ძალის დემონსტრირება, ამიტომ არის ეს პოლიტიკური რეპრესია

„ივანიშვილს სურს ძალის დემონსტრირება, ამიტომ არის ეს პოლიტიკური რეპრესია და ამიტომ არის ეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და ნორმალური განვითარებისთვის”,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

ბოკერიას თქმით, მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი პოლიტიკური რეპრესიის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ როდესაც ასეთ მოვლენებს ვაფასებთ, ის პოლიტიკოსი კი არ უნდა შევაფასოთ, იქნება ეს ოქრუაშვილი თუ სხვა, ეს ცალკე თემაა, ვინ როგორ უყურებს და აფასებს აქციას ან პოლიტიკურ გემოვნებას, ლაპარაკია იმაზე, რა მოტივით მოქმედებს ხელისუფლება, რა სტანდარტები აქვს. ყველამ ვიხილეთ, რომ რა კადრებიც წარმოადგინეს, იმ კადრებთან შედარებით, რაც ნანახი გვაქვს არაერთხელ ამ წლების და თვეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სატელიტი ჯგუფგებისგან, უბრალოდ შეუდარებელია. იმ ხალხს არა თუ არ სჯიდა სისხლის სამართლებრივად, ადმინისტრაციულადაც არ აჯარიმებდა, 50 -ლარიანი ჯარიმა იყო მაქსიმუმ. აქ მოტივი არის პოლიტიკური, ივანიშვილს სურს ძალის დემონსტრირება, ამიტომ არის ეს პოლიტიკური რეპრესია და ამიტომ არის ეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და ნორმალური განვითარებისთვის. მაგრამ ეს სამარცხვინო ნაბიჯები ივანიშვილს ვერ გადაარჩენს, ის განწირულია მარცხისთვის შემდეგ არჩევნებზე, ჩვენი ამოცანაა იქამდე მივიდეთ ნაკლები ზიანით”,- განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს