მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა - როგორ გამიმწარეთ სიბერე, ერთი შვილიშვილი ჩამიცხრილეთ, ახლა მეორე შვილიშვილზე გადავიდნენ, რომ  მეორეც დაღუპონ

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. სასამართლოს სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დედამ.

"როგორ გამიმწარეთ სიბერე, როგორ ჩამიცხრილეთ ერთი შვილიშვილი, ახლა მეორე შვილიშვილზე გადავიდნენ, მეორეც რომ დაღუპონ! ხალხნო, მიშველეთ! როგორ მინდაგურებენ ოჯახს, ეს გააფთრებული ივანიშვილი. მომიკლეს შვილიშვილი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის დედამ.

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ოთხივე პირს- მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდათ.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ისინი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, მათი ნაწილი კი, გირაოსთან ერთად, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო