ადვოკატის განცხადებით, მორის მაჩალიკაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს

მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა მორის მაჩალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, პატიმრობის გამოყენების არანაირი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი არ არსებობდა. "ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, სრულიად ვარაუდებზე იყო აგებული და ჰიპოთეტურ მსჯელობას შეიცავდა. ბრალდების მხარეს არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება და ფაქტი არ წარმოუდგენია, რომელიც იმ საფრთხის რეალურობას ადასტურებდა, რაზეც დღეს ბრალდების მხარე საუბრობდა. ჩვენ სასამართლო პროცესზე აღვნიშნეთ, რომ ბრალდების მხარე შუამდგომლობით მოთხოვნილ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას და მიზნობრიობას ვერ ასაბუთებდა, თუმცა მოსამართლემ ეს მტკიცება არ გაიზიარა. ბუნებრია, ჩვენ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ", - განაცხადა მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა