პროკურორი - ოქრუაშვილი აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს კორდონი გაარღვიონ და პარლამენტის შენობაში შეიჭრან - საქმეში მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალაა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განცხადებით, საქმეში არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებებია, არამედ ვიდეო-მასალაც.

როგორც თოდუა აღნიშნავს, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა კორდონი გაერღვიათ და პარლამენტის შენობაში შეჭრილიყვნენ.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. მათგან ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისათვის. ბრალდებას ადასტურებს არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ ის ვიდეო-მასალა, რაც ფართო საზოგადოებამ იხილა, სადაც ჩანს, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს კორდონი გაარღვიონ, წინ წავიდნენ და შეიჭრან პარლამენტის შენობაში. მოცემული ვიდეო აღწერილია ბრალდების დადგენილებაში", - განაცხადა თოდუამ.

თუ რა კავშირი აქვთ აქციის დანარჩენ მონაწილეებსა და ირაკლი ოქრუაშვილს ერთმანეთთან, პროკურორი აცხადებს, რომ ეს გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი.

„მიმდინარეობს აღნიშნული კავშირების დადგენა, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირება და გამოვლენა, ვინც მონაწილეობდა ძალადობრივ მოქმედებებში. მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, სასამართლო იმსჯელებს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხზეც", - აღნიშნა თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა