საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტს  ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებს

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“, საქართველოს საპატრიარქოს და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებს.

პროექტის მიზანი რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცების პროცესში ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვაა.

წელს პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში 16-დან 18 წლამდე ასაკის 60 ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდი იღებს მონაწილეობას და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიცაა: ტრენინგები, სემინარები, უცხო ენის გაკვეთილები, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობები.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია ბობოყვათის რეზიდენციაში იმართება. ფასდაუდებელია პატრიარქის ღვაწლი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაში და აღნიშნული პროექტის მხარდაჭერაც ამ მიზანს ემსახურება.“ - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს