აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დენ ქოუთსი თანამდებობას ტოვებს. როგორც თავად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, ქოუთსი აგვისტოს შუა რიცხვებში გადადგება, ამ თანამდებობაზე კი იგი ტეხასელი კონგრესმენის ჯონ რეტკილიფის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპსა და ქოუთს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

შეგახსენებთ, დენ ქოუთსის მოვალეობაში შედიოდა 17 ამერიკული სადაზვერვო სააგენტოს, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობა.

მიმდინარე წლის იანვარში, დონალდ ტრამპმა დენ ქოუთს პასიური და გულუბრყვილო უწოდა ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დენ ქოუთსი თანამდებობიდან გადადგა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა