დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა

ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

უოლსონის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს საქართველოს ტრაექტორია განსაზღვრონ.

„ჩვენ თავისუფალ საზოგადოებებსა და ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმებს ​შორის დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. ქართველებმა იციან, თუ რომელ მხარეზე სურთ, რომ იყვნენ. ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა. იბრძოლეს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ მას სურს საკუთარი მომავალი თავად შექმნას. და ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა. თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს მათ განსაზღვრონ საქართველოს ტრაექტორია და არა თავად ქართველებმა“, - განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა