მიხეილ ბატიაშვილი - „აი ია" წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ

„აი ია" წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებას. მისი თქმით, სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ მეტ-ნაკლებად ადაპტირებული ვერსია დაბრუნდება და პედაგოგს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, ძირითად სახელმძღვანელოდ გამოიყენებს მას თუ დამხმარედ.

„იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას" მეტ-ნაკლებად ადაპტირება სჭირდებოდა და არა უხეში ჩარევა, რომელიც პედაგოგიურ მეთოდს დაარღვევდა. არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ენაში არ იხმარება. გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნიკალური მეთოდია, მითუმეტეს, "აი ია" წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? თუმცა მისი გამოყენების საკითხი ნებაყოფლობითია, სკოლის და პედაგოგის თავისუფლება არჩევნის თავისუფლებასაც ნიშნავს. ამიტომ პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ,” - განაცხადა ბატიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს